ივერიონი / აწი აფხაზეთში რუსეთის გარეშე ჩიტიც ვერ შეფრინდება?!

აწი აფხაზეთში რუსეთის გარეშე ჩიტიც ვერ შეფრინდება?!

ვლადიმერ შერბაკოვი
სტატიაში ვრცლადაა განხილული ამას წინათ სოჭში, ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას მიერ ხელმოწერილი რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. მასში ყურადღება გამახვილებულია სამხედრო კომპონენტზე, საზღვრების დაცვაზე და ამ თვალსაზრისით, დოკუმენტის მნიშვნელობაზე რეგიონული კუთხით.
გთავაზობთ ნაწყვეტს პუბლიკაციიდან:
სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, მითი სამხრეთი სახელმწიფო საზღვარი აფხაზეთის მონაკვეთზე ზღვაზე გადიოდა. ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში მოსკოვს სულაც არ სჭირდებოდა ისეთი რთული და მნიშვნელოვანი ტექნიკური საშუალებები, რომლებიც სახმელეთო საზღვრისთვისაა აუცილებელი. საკმარისი იყო ნაპირზე არსებული სათვალთვალო და რადიოლოკაციური სადგურები, სანაპირო დაცვის სამხედრო ხომალდები კი თავიანთ მოვალეობებს მშვენივრად ასრულებდნენ. აი მაშინ კი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და რუსეთის საზღვარმა უკან, ჩრდილოეთისკენ დაიწია და კავკასიის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ურთულესი რელიეფის მქონე ადგილზე გავიდა, დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო საზღვრის საიმედო დაცვა. რასაკვირველია, აფხაზეთი რუსეთის მეგობარი სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეები და მესაზღვრეები ერთგულად იცავდნენ თავიანთი რესპუბლიკის საზღვარს და ცდილობდნენ რუსეთის ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც, მაგრამ, დამეთანხმებით, ეს ყველაფერი მოსკოვს მაინც არ უქმნიდა იმის შეგრძნებას, რომ რუსეთის სამხრეთი მიჯნებიის უშიშროება შესაბამის დონეზე იყო დაცული.
რას ითვალისწინებს ამ თვალსაზრისით რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულება?
თუ სავარაუდო, პოტენციურ აგრესორს ეცოდინება, რომ მის წინააღმდეგ მხოლოდ მცირერიცხოვანი და არასაკმარისად შეიარაღებული აფხაზური არმია გამოვა, აფხაზთა პატრიოტიზმისა და მაღალი მორალური თვისებების მიუხედავად, არმია დამარცხდება, ანუ სავარაუდო მოწინააღმდეგეს შესაძლოა ბლიცკრიგის სურვილი გაუჩნდეს.
მაგრამ თუ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ეცოდინება, რომ მის წინაშე მსხვილი რუსული სამხედრო დაჯგუფება გამოვა, ხოლო სამხედრო მოქმედების გეგმა უკვე ერთობლივი ექნებათ აფხაზებსაც და რუსებსაც, ამ დროს სავარაუდო მოწინააღმდეგე, სანამ პირდაპირი სამხედრო აგრესიას განახორციელებდეს, მანამ კარგად დაფიქრდება და გეგმებზე უარს იტყვის. რასაკვირველია, მტერს შეუძლია ჰიბრიდული ომის წარმოება ან ტერორისტული საქმიანობა, მაგრამ საკადრისი პასუხის გაცემა ამგვარ ქმედებებზეც შეიძლება.
ამრიგად, მხოლოდ ერთიანი თავდაცვითი კონტურის შექმნით შეიძლება ზემოთ ხსენებული პრობლემის გადაჭრა, რაც ჩაიწერა კიდეც რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაში, - ნათქვამია სტატიაში


"ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიე" (რუსეთი), 28 ნოემბერი, 2014 წელი
http://nvo.ng.ru/realty/2014-11-28/5_abhazia.html

28-11-2014, 15:15
უკან დაბრუნება