ივერიონი / დავით უსუფაშვილი: ჩვენ რაღაცეები შეგვეშალა!

დავით უსუფაშვილი: ჩვენ რაღაცეები შეგვეშალა!

  აღმოვაჩინეთ, რომ იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ვითომდა ეს უწყება ფორმალურად ექვემდებარება, ყველაზე გვიან ინფორმირებული აღმოჩნდა. მოდი, ვაღიაროთ, რომ ჩვენ რაღაცეები შეგვეშალა ამ თვალსაზრისით. აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

"ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი საკითხის დროს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს რომ ეხებოდა,  ბევრმა ერთად აღმოვაჩინეთ, რომ იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ვითომდა ეს უწყება ფორმალურად ექვემდებარება, ყველაზე გვიან ინფორმირებული აღმოჩნდა. მოდი, ვაღიაროთ, რომ ჩვენ რაღაცეები შეგვეშალა ამ თვალსაზრისით. იქ ადეიშვილზე შეშინებულმებმა, რომ იუსტიციის მინისტრი არასწორად მართავდა პროკურატურას და იმან დააქცია ძალიან ბევრი რამ, აქეთ პრაქტიკულად გავწყვიტეთ ხაზი მინისტრსა და პროკურატურის უწყებას შორის. მივიღეთ სერიოზული პრობლემები. ვის უნდა მოვკითხოთ, პოლიტიკურად რა ხდება ამ უწყებაში და როგორ მიდის საქმე? არათუ კონკრეტულ საქმეში ვინ დაიჭირეს და ვინ გაუშვეს, არამედ საერთოდ რა ხდება? სამაგიეროდ დარჩა სხვა რამ. მე მინდა, თქვენთან ერთად მოვიკითხო და გავარკვიო, რა ხდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


28-11-2014, 16:15
უკან დაბრუნება