ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ ქუთაისის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ცამციშვილი ბრალდებულად იქნა ცნობილი. მას ჯარიმის სახით 8 ათასი ლარი დაეკისრა.
ცამციშვილის განცხადებით, ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ამბობდა, რომ ეს საქმე პოლიტიზირებული იყო, თუმცა მისივე თქმით, მერიის მიერ შეცვლილი წერილიდან გამომდინარე, საქმეს გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს. როგორც ბრალდებულის ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის დამნაშავე და ეს განაჩენი უკანონოდ არის გამოტანილი.
-"მას შემდეგ რაც, ჩემს ხელთ იქნება საბოლოო განაჩენი, შემდეგ ინსტანციაში მას აუცილებლად გავასაჩივრებთ." - აღნიშნა ველიჯანაშვილმა.
სხდომას საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის, ლევან ბეჟაშვილი ჩიორა თაქთაქივილი, აკაკი მინაშვილი, გია თევდორაძე, ასევე იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მეგრელიშვილი.
დავით ცხვარაძე