ივერიონი / ქუთაისის მერმა პირველ სკოლას მოოქროვილი "ვეფხისტყაოსანი" გადასცა

ქუთაისის მერმა პირველ სკოლას მოოქროვილი "ვეფხისტყაოსანი" გადასცა

   ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა 185 წლის გახდა. საიუბილეო ღონისძიებები სკოლის შენობაში მუზეუმის გახსნით დაიწყო.

   სკოლის შენობა ისტორიული ძეგლია და კულტურულ მემკვიდრეობას მიეკუთვნება. სკოლაში სწავლობდნენ აკაკი წერეთელი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები.

   საიუბილეო ღონისძიებები ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასრულდა. საიუბილეო საღამოზე საპატიო სტუმრებად ცნობილი კურსდამთავრებულები მიიწვიეს.

   ქუთაისის მერმა, რომელიც ასევე ამ სკოლის კურსდამთავრებულია, თვითმმართველობის სახელით, სკოლას მოოქროვილი "ვეფხისტყაოსანი" გადასცა.

 

28-11-2014, 22:13
უკან დაბრუნება