ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წევრებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე მათ მერიას მოუწოდეს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რაც ცხოველთა სახელმწოფო თავშესაფრის აშენებას გულისხმობს.
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარის, თემურ ლაჭყეპიანის განცხადებით, მერია კორუფციულ გარიგებებში იმყოფება რამდენიმე კერძო პირთან, რომლებსაც კერძო თავშესაფრის აშენების უფლებას აძლევს.
ორგანიზაციის წევრების თქმით, თუ მერია თავის მოვალეობას არ შეასრულებს და არ შეადგენს პროექტს ცხოველთა სახელმწიფო თავშესაფრის ასაშენებლად, ისინის კონკრეტულ სახელებსა და გვარებს დაასახელებენ, ვინც ამ კორუფციულ სქემაშია ჩართული.
წყარო რადიო "ძველი ქალაქი "
დავით ცხვარაძე