საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს ახალი ვარიანტი შესთავაზა. უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა უკვე გააკეთა პირველი კომენტარი და განაცხადა:
-"შეიძლება არც პრეზიდენტის ვარიანტი იყოს იდეალური და არც ვეტოს დაძლევა, შეიძლება მივიღოთ ის მდგომარეობა, რომ ეს კანონპროექტი საერთოდ გამოეკიდოს ჰაერში და საერთოს დარჩეს შსს მოსმენების გარეშე"
შეგახსენებთ, რომ თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევას შეეცდება, საჭიროს 76 დეპუტატის თანხმობა.