"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აცხადებენ, რომ მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერენ, სავარაუდოდ იგივე რეაქცია ექნებათ "რესპუბლიკელებს", რაც შეეხებათ "თავისუფალ დემოკრატებს", გავრცელებული ინფორმაციით ისინი დღევანდელ სხდომაზე მისვლას არ აპირებენ.
-"დოკუმენტი კარგად უნდა შევისწავლოთ და ვნახოთ პრეზიდენტი რითი ამყარებს საკუთარ არგუმენტირებულ პოზიციას. რაც შეეხება ვეტოს დაძლევას, ჩვენ არც ადრე ვუჭერდით ამ კანონს მხარს და არც ვეტოს დაძლევაში მივიღებთ მონაწილეობას"-აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი კი ამბობს, რომ "ხელისუფლება პრეზიდენტის საუბარს ყურად არ იღებს".
-"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არც ერთ ვარიანტს არ დაუჭერს მხარს, სადაც შსს ფლობს ძირითად წვდომას მოსმენებზე"-აჟღერებს მოძრაობის გადაწყვეტილებას გოგორიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევას შეეცდება, საჭიროს 76 დეპუტატის თანხმობა.