არის თუ არა ერთპიროვნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე. აღნიშნული კითხვით კობახიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი კვერენჩხილაძეს მიმართა.
კობახიძის თქმით, მას ეს კითხვა პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების თაობაზე გაკეთებულმა განცხადებამ გაუჩინა, რომელიც შემდგენაირად ჟღერდა: "ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვედო ვეტო აღნიშნული კანონპროექტისთვის".
"გუშინ ძალიან ყურადღებით მოვუსმინე საქართველოს პრეზიდენტს, როცა მან თქვა შემდეგი ფრაზა :"ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვედო ვეტო აღნიშნული კანონპროექტისთვის". ჩვენ ვიცით, რომ კონსტიტუციით ერთადერთი უფლებამოსილი პირი, ვისაც ვეტოს დადება შეუძლია, არის პრეზიდენტი, მე მაინტერესებს რას გულისხმობდა ბატონი გიორგი , ვინ "ჩვენ" მონაწილეობდა ამ ვეტოს დადებაში? ამაში ნაგულისხმები იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მან ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება თუ ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილება? ამის განმარტება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან კონსტიტუციით მხოლოდ ერთ პირს - პრეზიდენტს აქვს უფლება ვეტოს დადების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება. გთხოვთ განგვიმარტოთ, რას გულისხმობდა პრეზიდენტი?" - მიმართა მანანა კობახიძემ გიორგი კვერენჩხილაძეს.