ივერიონი / შსს კამპანიის "არა ძალადობას" ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

შსს კამპანიის "არა ძალადობას" ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

   შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიის წარმომადგენლებს კონკურსის პირობებს ჟიურის წევრები გააცნობენ. 

 

   როგორც შსს-ში აცხადებენ, კამპანიაში საზოგადოების ჩართულობის ამაღლების მიზნით, სამინისტრო ოჯახში ძალადობის თემაზე საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევარზე ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს. 

 

   კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა თავიანთი ნამუშევრები შსს-ს სოციალური კამპანიების "facebook"-ის გვერდზე - "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება" 15 დეკემბრამდე უნდა ატვირთონ. 

 

   გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან, კარძოდ, საუკეთესო ტელესიუჟეტი; საუკეთესო ტელეგადაცემა; საუკეთესო რადიოსიუჟეტი; საუკეთესო რადიოგადაცემა; საუკეთესო სტატია.

 

   ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური. კონკურსში გამარჯვებულები შსს-სა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია "UN WOMAN"-ისგან სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

 

30-11-2014, 23:58
უკან დაბრუნება