როგორც ერევნის ყოფილმა მერმა, ეკონომისტმა ვააგნ ხაჩატრიანმა „კავკასზსკიი უზელ“-ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, საქართველოს რკინიგზის აფხაზურ მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. მისი თქმით, საქართველოსთვის რკინიგზის გახსნა, ეკონომიკური თვალსაზრისით, წამგებიანია.
რაც შეეხება სომხეთს: „ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ სომხეთისთვის აფხაზეთის რკინიგზა მნიშვნელოვან როლს არ ასრულებდა. ჩვენთვის საბჭოთა პერიოდში უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა რკინიგზას ნახჭევნის გავლით. სწორედ აზერბაიჯანის ტრანზიტით შემოდიოდა სომხეთში ტვირთების 90%“, - აღნიშნა ვააგნ ხაჩატრიანმა.
ამასთან, ერევნის ექს-მერის აზრით, რამდენადაც აფხაზეთის რკინიგზას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, იმდენად მისმა გახსნამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსეთ-აფხაზეთ-საქართველოს შორის უთანხმოების დასრულებას.
„კავკაზსკიი უზელ“ (რუსეთი), 30 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.kavkaz-uzel.ru/articles/253238/