საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებო დავალებათა ელჩი წარადგინა. ამ პოსტზე დავით კერესელიძე დაინიშნა. მანამდე დავით კერესელიძე ათენში შავი ზღვის კვლევის ცენტრის ალტერნატიულ დირექტორად მუშაობდა, ასევე იყო საქარველოს ელჩი დანიასა და ნორვეგიაში.
-,,დავით კერესელიძე – საგანგებო დავალებათა ელჩი, რომელიც დღეიდან იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, პერსონა, რომელიც საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს მიაწვდის ინფორმაციას როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის, ასევე გეგმების და პრიორიტეტების თაობაზე"",– განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთ მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.