ივერიონი / როგორ ზრუნავენ გერმანელები გირჩის შემგროვებლებზე საქართველოში

როგორ ზრუნავენ გერმანელები გირჩის შემგროვებლებზე საქართველოში



სტატია ეხება გერმანიაში ნაძვის ხეების პოპულარობას და ამასთან დაკავშირებით, მცენარის გაშენების მიზნით ნერგებისა და თესლის იმპორტის საკითხს (ავტორი - თომას მაგერჰაიმი).


„გერმანიაში ნაძვის ხე პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ქრისტეშობისა და ახალი წლის დღეებში. 2013 წელს კარგად გახარებული და სტანდარტული ფიგურის მქონე ნაძვებით ვაჭრობის მოცულობამ 650 მილიონი ევრო შეადგინა. ნაძვის თესლი გერმანიაში ძირითადად საქართველოდან შემოაქვთ.


ყოველწლიურად, სექტემბერ-ოქტომბერში, ქართველი გირჩების შემგროვებლები ნაძვის ხეებზე ადიან და დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლეზე გირჩებს კრეფენ.

 

კავკასიური ნაძვი ერთ-ერთი საუკეთესოა და ევროპაში ბუნებრივი სახით სხვაგან არ გვხვდება. ხელოვნურად მის დათესვა-აღმოცენებას და დარგვა-გახარებას დაახლოებით 10-15 წელი სჭირდება. საქართველოში საშუალო წლიური შემოსავალი 2200 ევროს შეადგენს, მაგრამ გირჩის შემგროვებლები ამ თანხასაც კი ვერ გამოიმუშავებენ.

 

როგორც ბიზნესმენი მარიანა ბოლსი ამბობს, „საქართველო ძალიან დაზარალდა საბჭოთა პერიოდის შემდეგ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა  ევროპაში ერთ-ერთი უღარიბესია. ნაძვის თესლის შემგროვებლის შრომაც დიდ ხიფათთან არის დაკავშირებული: ისინი ხშირად ხეებზე დამცავი საშუალებების გარეშე ადიან, შესაბამისად, ჩამოვარდნის შემთხვევები ხშირია და ზოგჯერ სიკვდილითაც კი მთავრდება“.


მარიანა ბოლსი ბიზნესის გაფართოებას და გირჩის შემროვებლებისთვის დამცავი საშუალებების უზრუნველყოფას აპირებს!

„შტუტგარტერ ცაიტუნგი“ (გერმანია), 1 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.stuttgarter-zeitung.de/inhalt.fair-gehandelte-tannenbaeume-gruen-und-fair.36b41960-6cb9-4f5e-b6e5-106ee81a5d7b.html

1-12-2014, 10:59
უკან დაბრუნება