საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება.
როგორც ცნობილის 3-5 დეკემბერს საქართველოს NATO_s გენერალური მდივნის წარმოამადგენელი ჯემს აპატურაი ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის თქმით, შეხვედრა ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი დაესწრება.
კერესელიძის თქმით, მინისტრი 4-5 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, სადაც შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, შვეიცარიის პრეზიდენტთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან.