ივერიონი / დავით სერგეენკო: სოციალურად დაუცველებს მივცეთ საშუალება საკუთარი შრომით უზრუნველყოს ოჯახის შემოსავალი!

დავით სერგეენკო: სოციალურად დაუცველებს მივცეთ საშუალება საკუთარი შრომით უზრუნველყოს ოჯახის შემოსავალი!

   როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა პენსია  50% გაიზარდა. მისი თქმმით ეს არის მზადყოფნა, რომელსაც საქართველოს მთავრობა სოციალური მიმართულებით გამოთქვამს.

 

"პენსია, პრაქტიკულად, 50 პროცენტით გაიზარდა. ეს არის ის მზადყოფნა, რასაც საქართველოს მთავრობა გამოთქვამს სოციალური მიმართულებით. ვხვდებით და გასაგებია, რომ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმ მხრივ, რომ სოციალური დახმარება უფრო მეტად გაიზარდოს და სოციალურად დაუცველ ფენას მივცეთ საშუალება, რომ სამუშაო ადგილებით და საკუთარი შრომით უზრუნველყოს ოჯახის შემოსავალი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


1-12-2014, 12:54
უკან დაბრუნება