საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ოჯახური ძალადობისას მოძალადეტა უმეტესობა უმუშევარია. როგორც პროკურორი ნათია მეზვრიშილი აცხადებს, ოჯახური დანაშაული ყველაზე ხშირად 18:00 დან 00:00 საათის პერიოდში ხდება.
პროკურატურის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ოჯახური დანაშაულებისას, მოძალადეთა უმეტესობა უმუშევარია. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, ასევე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ოჯახური დანაშაული ყველაზე ხშირად სახლში, 18:00-დან 00:00 საათის პერიოდში ხდება.
"პროკურატურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ, ასეთი კატეგორიის დანაშაულები ძირითადად ხდება თბილისში, ასევე გამოვარკვიეთ, რომ მომართვიანობის პრობლემა გვაქვს რეგიონებში, განსაკუთრებით - აჭარის რეგიონში. აუცილებელია იმგვარი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც საზოგადოების ცნობიერებას აამაღლებს. ასევე გამოვარკვიეთ, რომ ყველაზე ხშირად დანაშაულის იარაღად ფიზიკური ზემოქმედების ზომების გამოყენება ხდება, ნაკლებად ხდება ცივი იარაღისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილის თქმით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა მოძალადეებისა და მსხვერპლის გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებიც გამოიკვეთა.
"გამოიკვეთა ასევე, რომ ძირითადი პრობლემა - მოძალადეები არიან უმუშევრები; ძირითადად ადამიანები დანაშაულს 18:00-დან 00:00 საათამდე ჩადიან, როდესაც ისინი სახლში იმყოფებიან. გამოიკვეთა ასევე, რომ ყველაზე ხშირად ოჯახური დანაშაულის ჩადენის ადგილი არის სახლი, სადაც წესით ადამიანი რელაქსაციას უნდა განიცდიდეს", - განმარტა მეზვრიშვილმა.