ივერიონი / ოთარ დანელია: ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 174 მლნ ლარს გადააჭარბა!

ოთარ დანელია: ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 174 მლნ ლარს გადააჭარბა!

   2014 წელს  საერთო ჯამში  გადამუშავდა 124 ათას ტონამდე ყურძენი,  რომლის რეალიზაციისგან მიღებულმა შემოსავალმა  174 მლნ ლარს გადააჭარბა.  აღნიშნული განცხადება  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ  სამინისტროს ორწლიანი  საქმიანობის შეჯამებისას გააკეთა.


 მინისტრის ინფორმაციით,  "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში: 2013 წელს - მთლიანობაში 710 385 ბენეფიციარმა მიიღო 195 მლნ ლარზე მეტი ღირებულების დახმარება. 2014 წელს პროექტში ჩაერთო 757 145 ბენეფიციარი, ვინც 82 564 768 ლარის ღირებულების სარგებელი მიიღო. 627 313 ბენეფიციარმა აგრობარათით 51 895 536 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეიძინა.

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში, დღეისათვის გაცემულია - 24 778 სესხი; ჯამური ღირებულებით 651 მლნ ლარამდე. დაფინანსებულია 89 ახალი საწარმო, ხოლო გაფართოება/გადაიარაღებისთვის დაფინანსებულია 580 საწარმო.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, დამტკიცებულია 16 პროექტი. დამტკიცებული თანხა 12 მლნ დოლარამდეა.

2013-2014 წლებში განხორციელდა სამეწარმეო ციტრუსის სუბსიდიის პროექტი.
სამელიორაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, დღეის მონაცემებით გასარწყავებულია 88 ათასი და დაშრობილია 25 ათასი ჰექტარი.

წარმატებული რთველის შედეგად, 2013 წელს გადამუშავდა 92 ათასი ტონა ყურძენი, მოსახლეობის შემოსავლებმა 100 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. 2014 წელს - საერთო ჯამში გადამუშავდა 124 ათას ტონამდე ყურძენი, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 174 მლნ ლარს გადააჭარბა.

 დანელიას თქმით, აღნიშნულ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 376 კოოპერატივს, მათ შორის 99 კოოპერატივი მაღალმთიან რეგიონშია. კოოპერატივებში გაერთიანებულია 2956 მეპაიე. კოოპერატივებისთვის უკვე გაცემულია: მოტობლოკების კომპლექტი - 169, დამატებითი ხელის სათესი - 117.

2013 წელს ღვინის ექსპორტმა 46,7 მლნ ბოთლი შეადგინა. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით კი უკვე 49,3 მლნ ბოთლს გადააჭარბა.
2014 წელს პირველად შემუშავდა "რძისა და რძის ნაწარმისა" და "თაფლის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო. 2015 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მზად იქნება ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სურსათის კვლევის სრული სპექტრის ჩასატარებლად.
შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაიხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, აღნიშნულს ემატება დსთ-ის სივრცე და თურქეთი (დაახლოებით 900 მლნ).

საქართველო ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (ჭჭთG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) 51-ე წევრად აირჩიეს.

1-12-2014, 14:18
უკან დაბრუნება