ივერიონი / ლია მუხაშავრია: პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ქვეყნისთვის უკანგადადგმული ნაბიჯია!

ლია მუხაშავრია: პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ქვეყნისთვის უკანგადადგმული ნაბიჯია!

  პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ქვეყნისთვის უკანგადადგმული ნაბიჯია. აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ გააკეთა. მისი განცხადებით ის ე.წ  მოსმენების კანონთან დაკავშირებით  ევროსასამართლოს მიმართავს.

 

"კანონპროექტის ავტორები ის ადამიანები არიან, ვინც გუშინ უფლებათადამცველის სახელით მოქმედებდნენ და დღეს ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებიან". აცხადებს უფლებადამცველი.


"მსგავსი საქმე მოგებული აქვს მოლდოველ კოლეგებს. აღნიშნული საქმე თავის დროზე ევროსასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა. დარწმუნებული ვარ ჩვენ საქმესაც დაჩქარებულად განიხლავს, რადგან სისტემური პრობლემასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რომ კანონპროექტის ავტორები ის ადამიანები არიან, ვინც გუშინ უფლებათადამცველის სახელით მოქმედებდნენ და დღეს ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებიან" - განაცხადა მუხაშავრიამ.

1-12-2014, 17:03
უკან დაბრუნება