"ჩვენ ვერ ჩავდებთ ასობით მილიონ დოლარს პროექტში, რომ მთელი შავი ზღვა გავიაროთ და ბულგარეთთან შევჩერდეთ", - აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაზსადენ "სამხრეთ ნაკადის" პროექტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
"ჩვენ არ შეგვიძლია, ჩავდოთ ასობით მილიონი დოლარი პროექტში, გავიაროთ მთელი შავი ზღვა და ბულგარეთთან გავჩერდეთ", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ პროექტის რეალიზება ვერ მოხდება. მისი თქმით, ბულგარეთის ხელისუფლება მანამდე ჰპირდებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობისათვის.
"თუ ბულგარეთს არ შეუძლია, მოიქცეს როგორც სუვერენული სახელმწიფო, ევროკომისიას მოსთხოვონ თანხა ვერმიღებული სარგებლის გამო, ვინაიდან მხოლოდ ტრანზიტისთვის ბულგარეთს 400 მილიონი ევრო უნდა მიეღო", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.