მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მსჯელობას დეპუტატები მიმდინარე კვირას გეგმავენ. საკითხზე მუშაობა 20 დეკემბრამდე უნდა დაასრულონ.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტით კმაყოფილია უმრავლესობა.
როგორც ვოლსკი აცხადებს, დოკუმენტის სოციალური ნაწილი შთამბეჭდავია და ეს მნიშვნელოვანი ნაწილია.
"სოციალური ნაწილი საკმაოდ შთამბეჭდავია. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. დანარჩენ შემადგენელ ნაწილებზე დეტალურად მომავალ კვირას ვისაუბრებთ. იქ მხოლოდ 10-ლარიან პენსიაზე არაა საუბარი. საკმაოდ დიდი შეღავათებია, საკმაოდ დიდი სოციალური პროექტებია, რომელიც 160 ლარით არ ტოვებს პენსიონერს." - განაცხადა ვოლსკიმ.