უკრაინის მთავრობის წევრობის უცხოელმა კანდიდატებმა უკრაინის მოქალაქეობაზე განაცხადი შეიტანეს, მათ შორის, მოქალაქეობა მოითხოვა ალექსანდრე კვიტაშვილმაც. ინფორმაციას ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, დღეს, უკრაინის რადაში შევა კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს უცხოელებს, დაიკავონ თანამდებობები მთავრობაში.
შეგახსენებთ, რომ hromadske.tv-ს წყაროს ინფორმაციით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, შესაძლოა, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნოს.