ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის ხელისუფლებაში დანიშვნა უკრაინის მთავრობისა და საზოგადოებისთვის უნდა იყოს მისაღები. აღნიშNული განცხადება საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გააკეთა.
"არა მგონია, ამ ფაქტს მათი საზოგადოება დადებითად შეხვდეს. დარწმუნებული ვარ, უკრაინაში ბევრი გამოცდილი და ნიჭიერი პოლიტიკოსია, ვისაც მსგავსი პოსტების დაკავება ძალუძს. აქედან გამომდინარე, ეს პირველ რიგში მათთვის უნდა იყოს მისაღები. რაც შეეხება უკრაინასთან ჩვენს შემდგომ ურთიერთობებს, არა მგონია, ამან ამ ურთიერთობებს შემდგომში დაღი დაასვას, თუმცა, ნამდვილად არასასიამოვნო მომენტია და გადახედვას, ალბათ, საჭიროებს", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.