საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში უილიამ ლაჰიუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების ამაღლების თემებზე ისაუბრეს, საუბარის თემა იყო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.