მომეჩვენა, რომ პარლამენტმა კარგად შეასრულა მთავრობის დაკვეთა საზოგადოების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. აღნიშNული განცხადება უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.
როგორც მუხაშავრიამ განაცადა, მისთვის აღმაშფოთებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადაბა, სადაც მან პარლამენტს ვეტოს დაძლევისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩემთვის აღმაშფოთებელია, როდესაც პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის პარლამენტს. მომეჩვენა, რომ პარლამენტმა კარგად შეასრულა მთავრობის დაკვეთა საზოგადოების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. პარლამეტმა დაივიწყა, ჩვენ ეს ხალხი ავირჩიეთ იმისთვის, რომ პრიორიტეტი მიანიჭოს ადამიანის უფლებებს," - განაცხადა ლია მუხაშავრიმ.