დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "კავკასიის" ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, არსებობს ზღვარი, რომელიც გადის იქ, სადაც კანონიერებისა და უკანონობის ზღვარი გადის.
"ისტერიკის საფუძველი არ გვაქვს. თუ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს შეეხება, ეს იქნება ცუდი, მაგრამ ეს არ უნდა დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. უკრაინის მხრიდან წინა ხელისუფლების რომელიმე წევრისადმი კეთილგანწყობა არ ნიშნავს ქართველებისა და საქართველოს ღალატს, მაგრამ არის ზღვარი და ეს ზღვარი გადის იქ, სადაც გადის კანონიერების და უკანონობის ზღვარი. თუ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს ადამიანზე, თუ ძებნა მიმდინაროებს, ეს უკვე ის ზღვარია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, უკრაინა არ გადალახავს", - განაცხადა უსუფაშვილმა.