ივერიონი / ანდრეი ზოლოტარევი: „მსმენია დადებითი აზრი ქართველ მინისტრზე...“

ანდრეი ზოლოტარევი: „მსმენია დადებითი აზრი ქართველ მინისტრზე...“

უკრაინის ახალი მთავრობა თითქოსდა ტექნოკრატებად და რეფორმატორებადაა წარმოდგენილი, მაგრამ რას და როგორ გააკეთებენ, ამას საქმის მიხედვით შევიტყობთ“, - ამბობს კიეველი პოლიტოლოგი ანდრეი ზოლოტარევი, - თუმცა, ჩემი აზრით, დიდი შედეგი მოსალოდნელი არ არის... პოლიტიკოსებმა უკრაინელი ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუეს. როცა  არჩევნები ახლოვდებოდა, ისინი ამბობდნენ, რომ ქვეყნის გაძღოლა თვითონ შეუძლიათ და იციან, რა არის გასაკეთებელი, ახლა კი ის თითქოსდა პროფესიონალების გუნდი სადღაც გაქრა და ყველაფერი უცხოელების მხრებზე დაალაგეს. ეს იმას მოწმობს, რომ პოლიტიკოსებმა ხალხი შეგნებულად მოატყუეს და პასუხისმგებლობას თავი აარიდეს“.


პოლიტოლოგის თქმით, უკრაინის ახალ მთავრობაში ნამდვილი პროფესიონალები პრაქტიკულად არ არიან: „მე ვერ ვხედავ ვერცერთი ახლადდანიშნული მინისტრის წარსულ მიღწევებს... მსმენია ასე თუ ისე დადებითი აზრი ქართველ მინისტრზე. მართალია, საქართველოში გაუქმდა უფასო და საყოველთაო სამედიცინო მომსახურება, მაგრამ სამაგიეროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახების ადგილზე ზუსტად 15 წუთში მიდის“, - აღნიშნა ანდრეი ზოლოტარევმა.

«Голос» (უკრაინა), 3 დეკემბერი, 2014 წელი
http://ru.golos.ua/politika/politolog_novoe_pravitelstvo_tolko_prikidyivaetsya_reformatorami_7734

3-12-2014, 12:28
უკან დაბრუნება