2014 წლის ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნულზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის შეჯამებისას ისაუბრა.
"წლევანდელი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი გადაჭარბებით შესრულდება და 100 პროცენტზე მეტი იქნება. ჩვენ ეს ანალიზი გავაკეთეთ და ამის ყველა წინაპირობა არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად შესრულდება ხარჯების ნაწილიც და რეალურად შეიძლება ვთქვათ, რომ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.