საპარლამენტო ნდობის ჯგუფის სხდომაზე აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის იმ ნაწილზე მსჯელობენ, რომელიც შსს-ს დაცვის პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ განხორციელებულ შესყიდვების დროს გამოვლენილ დარღვევებს ეხება.
"დღეს გავაანალიზებთ, კიდევ ერთხელ, იმ საქმეებს, რომლებსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს და ეხება საიდუმლო შესყიდვებს 2011, 2012 და 2013 წლებში", - განაცხადა ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
სესიაშვილის განცხადებით, ყველა უწყებას გაეგზავნა წერილები, საიდუმლო შესყიდვების შესახებ ანგრიშების გადმოცემასთან დაკავშირებით.
"ყველა უწყებას გაეგზავნა წერილები, საიდუმლო შესყიდვების შესახებ ანგრიშების გადმოცემასთან დაკავშირებით. ზოგიერთმა მათგანმა უკვე გადმოაგზავნა, ზოგიერთი მომზადებულია და უახლოეს დღეებში მიიღებს ნდობის ჯგუფი ამ მასალებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ თვეში მოვახდენთ კიდევ ერთი შეხვედრის ორგანიზებას", - განაცხადა სესიაშვილმა.