სუიციდის ფაქტები ხდებოდა, ხდება და სავარაუდოდ და ასმწუხაროდ ისევ მოხდება. აღნიშნული განცხადება სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღერიშვილმა ციხეში სუიციდის შემთხვევებზე კომენტირებისას გააკეთა
მისი თქმით, სუიციდის შემთხვევების ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია.
"ვმუშაობთ სუიციდის პროგრამაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ფაქტებს მოვერიოთ. ეს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა. სუიციდის ფაქტები ხდებოდა, ხდება და, სავარაუდოდ და სამწუხაროდ, მომავალშიც მოხდება, რადგან მისი ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია. სუიციდის ფაქტები ხდება როგორც თავისუფლებაზე, ისე სასჯელაღსრულების სისტემაში", - განაცხადა მღებრიშვილმა.