რა უბედურებაა, მთელი ცხოვრება რომ გვტენით რამდენიმე ადამიანს და სხვას არ გინდათ, დრო დაუთმოთ, სექტა ხართ თუ რა... - აღნიშნულ განცხადებას "უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე" ნიკოლოზ მჟავანაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს:
"თქვე დალოცვილებო, მხოლოდ ერთ ლამაზ ქალს რომ უყურო 24 საათი, ის მოგბეზრდება და რა უბედურებაა, მთელი ცხოვრება რომ გვტენით რამდენიმე ადამიანს და სხვას არ გინდათ, დრო დაუთმოთ, სექტა ხართ თუ რა... მერე იტყვიან, მედიის მიმართ რატომაა აგრესიაო.
ჩემი პოზიცია მხოლოდ ამ ნაცტელევიზიების ხელმძღვანელობას ეხება და არა ჟურნალისტებს, რადგან სარედაქციო პოლიტიკას, გასაგებია, ვინ წარმართავს", - წერს მჟავანაძე.