ადვოკატი გიორგი ონიანი სოციალური ქსელით პოლიციელებს მიმართავს და წერს:
-"დღეს შემხვდა ჩემი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დღემდე პოლიციაში მუშაობს, მოვიკითხეთ ერთმანეთი, შემდეგ სამსახურეობრივ საკითხებს შევეხეთ. პოლიციელის რთული ყოფიდან გამომდინარე მაინტერესებდა ბიჭებში ხომ იყო შერჩენილი კრიმინალთან ბრძოლის ჟინი, ხომ არ იყვნენ აყოლილი პოლიტიკურ პერიპეტიებს და დღევანდელი პოლიტიკური ხელისუფლების ლოიალურ დამოკიდებულებას კრიმინალური სამყაროს მიმართ. სამწუხაროდ გახარებულმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს მორიგედ დასვეს განყოფილებაში და მხოლოდ შეტყობინებების მიღება ევალებოდა, თან დაამატა რომ ძალიან ბევრს შეშურდა მისი განყოფილებაში. ძალიან გავბრაზდი, უცებ წავეჩხუბე კიდეც, ვეღარ გავითვალისწინე მისი ხელმძღვანელი რომ აღარ ვარ და ამ დროს წამომაძახა:- შენ რომ იკლავდი თავს და ღამეებს ვათენებდით, იმიტომ დაგიფასეს და იმიტომ ხარ კარგ დღეშიო. შევცბი და ვერაფერიც ვერ უთხარი, თუმცა ეხლა მინდა უთხრა მასაც და ყველა დანარჩენ რიგით პოლიციელებს- გულს ნუ გაიტეხთ, ეს სიტუაცია დიდი ხანი არ გაგრძელდება, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხალხს ემსახურებით და მიიღეთ სიამოვნება ყოველი გახნილი საქმით და ამ საქმის უკან მდგომი დაზარალებულების დადებითი ემოციით, როცა ამ საქმის გახსნის შესახებ შეატყობინებთ. ჭიკაიძეები მოდიან და მიდიან, ღირსება, საქმის სიყვარული და მიზანი უნდა იყოს უცვლელი.
გახსოვდეთ, ცხოვრება ბრძოლაა და ნურასდროს დაიხევთ უკან, ნურასდროს იტყვით ამ ბრძოლაზე უარს, სხვა შემთხვევაში, შემდეგ ამას თქვენ თავს ვერ აპატიებთ და ნახავთ რომ ტყუილად გიცხოვრიათ ამ ქვეყანაზე".