როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლადმა განაცხადა, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში წარმატებული იქნება
ნორლანდი აღნიშნავს, რომ ელოდება ამ ვიზიტთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნულზე ნორლანდმა ჟურნალისთებთან თემის კომენტირებისას ისაუბრა.
ჯეიმს აპატურაი საქართველოში დღეს შეხვედრებს გამართავს.
11:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან, რის შემდეგაც, მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 12:00 საათზე კი თბილისში, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდება.