საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
როგორც ჯანელიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბარი იმ საქმის იმპლემენტახიის პროცესს შეეხო, რომელიც საქარტველომ უელსის სამიტზე მიიღო. აღნიშნული პაკეტის იმპლემენტაციის გეგმა, სავარაუდოდ თებერვალში დამტკიცდება.
"ძალიან სასარგებლო შეხვედრა გავმართეთ. მიმოვიხილეთ მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები. საუბრის მთავარი თემა შეეხებოდა არსებულ პაკეტს, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო და მისი იმპლემენტაციის პროცესს. NATO -ს შტაბ-ბინა და ბატონი აპატურაი აქტიურად იქნება ჩართული იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებაში. ჩვენ თებერვალში გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც ვიმედოვნებთ, რომ იმპლემენტაციის გეგმა საბოლოო სახით შეთანხმდება და დამტკიცდება", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.