NATO საქართველოში კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული განცხადება NATO -ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გააკეთ.
აპატურაიმ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უწყების ახალ გუნდთანაც უმაღლეს დონეზე გრძელდება თანამშრომლობა.
"მალე ნახავთ, NATO საქართველოში კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი, ასევე, ნახავთ საქართველოს უფრო მეტად NATO -ში. ნება მომეცით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიონალიზმზე ვისაუბრო. მოხარული ვარ, რომ ახალ გუნდთან უმაღლეს დონეზე ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ვგეგმავთ უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციებს, რომელშიც სამოქალაქო სექტორიც იქნება ჩართული. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც NATO -ს და NATO -საქართველოს ურთიერთობების ექსპერტები არიან", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.