საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკის განცხადებას გამოეხმაურა.
"ყოველთვის ასე იყო, NATO-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ საქართველოს განაცხადის დღიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში იყვნენ ადამიანები , რომლებსაც რეალობა სხვაგვარად წარმოედგინათ, ევროპაში ყოველთვის იყვნენ პოლიტიკოსები, რომელიც წინააღმდეგნი იყვნენ ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების. ევროპა ძალიან დიდი სივრცეა. იქ არის ბევრი პოლიტიკური ძალა. ბევრი პოლიტიკოსი და ვიცით, რომ ზოგიერთს ასეთი განწყობები აქვს. მნიშველოვანია, რომ უმრავლესობა არის მოტივირებული და მოწადინებული, NATO-ს ხელმძღვანელი ორგანოები, მათ შორის უელსის სამიტი, არის ის ადგილი, სადაც პოზიციებს გამოხატავენ ქვეყნები და ეს პოზიცია არის ურყევი და მყარი", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.