ივერიონი / ნანა კაკაბაძე: თუ ქვეყანა შენი მეგობარია, ის ამას თავისი პოლიტიკით უნდა ავლენდეს!

ნანა კაკაბაძე: თუ ქვეყანა შენი მეგობარია, ის ამას თავისი პოლიტიკით უნდა ავლენდეს!

   თუ ქვეყანა შენი მეგობარია, ის  ამას უნდა ავლენდეს მთელი  თავისი პოლიტიკით. აღნიშნული განცხადება  არასამთავრობო ორგანიზაცია " ყოფილი პოლიტმატიმრებ - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ რეპორტიორის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  გააკეთა. 


"საქართველოში საუბრობენ, რომ ჩვენ უკრაინა გვჭირდება, უკრაინა ჩვენი მეგობარია და ა.შ. მინდა, გითხრათ, რომ ცალმხრივი არაფერი არ არსებობს - არც სახელმწიფოთაშორისი მეგობრობა!"-აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

"თუ ქვეყანა შენი მეგობარია, ის ამას უნდა ავლენდეს მთელი თავისი პოლიტიკით. როცა ნიშნავენ მაღალ თანამდებობებზე ისეთ ადამიანებს, რომლებიც დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები არიან, გაუგებარი ხდება ჩემთვის.ასევე, გაუგებარია, რატომ ნიშნავენ ასეთ ადამიანებს, როცა იციან, რა პრეტენზიები აქვს არსებულ ხელისუფლებას ყოფილ ხელისუფლებასთან!"-განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

4-12-2014, 15:50
უკან დაბრუნება