ვთვლი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის დამნაშავე ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არც მორალური და არც იურიდიული უფლება, იყოს მოქმედ პოლიტიკურ ძალად წარმოდგენილი,- აღნიშნული კომენტარი "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებებს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე ლევან ღირსიაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ვთვლი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის დამნაშავე ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არც მორალური და არც იურიდიული უფლება, იყოს მოქმედ პოლიტიკურ ძალად წარმოდგენილი,"- განაცხდა ბურჯანაძემ.
"ნაციონალური მოძრაობა" თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე ლევან ღირსიაშვილის დანიშვნას აპროტესტებს. გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, მითითებული პირი ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრია.