ივერიონი / ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილის მისამართით სამდურავი კომენტარები უსამართლოა!

ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილის მისამართით სამდურავი კომენტარები უსამართლოა!

როდესაც ბიძინა ივანიშვილის მისამართით ცალკეული კომენტარები კეთდება სამდურავის ტონში, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან უსამართლო.აღნიშნული განცახება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ  ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ეკა ბესელიას "ივანიშვილის მისამართით სამდურავ ტონში გაკეთებული ცალკეული კომენტარები" უსამართლოდ მიაჩნია. როგორც ბესელიამ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, საპარლამენტო არჩევნების დროს სამეგრელოში დაძაბული ფონი იყო, თუმცა კოალიციის მიმართ მოსახლეობაში მხარდაჭერაც იგრძნობოდა.

"როდესაც ბიძინა ივანიშვილის მისამართით ცალკეული კომენტარები კეთდება სამდურავის ტონში, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან უსამართლო. ბუნებრივია, მენეჯმენტსა და მართვას, ასევე ინდივიდუალურ მიდგომებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამეგრელოში. სამეგრელოს რეგიონს მართლაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ალბათ, ანალიზი არის საჭირო, იმიტომ რომ შემდეგმა არჩევნებმა სრულიად სხვა შედეგი გვაჩვენა", - აღნიშნა ბესელიამ.

 

  როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,  მან სამეგრელოს რეგიონი მთლიანად ირაკლი ალასანიას  ჩააბარა.

"ბევრჯერ მითქვამს, რომ შეკითხვები მაქვს სამეგრელოსთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მიზეზი წარუმატებლობისა, სუსტი მენეჯმენტის და კიდევ რაღაცების ბრალი შეიძლება იყოს. ასეთი უაზრო გამონათქვამების შემდეგ ვახსენებ ირაკლი ალასანიას ამ ყველაფერს", - განაცხადა ივანიშვილმა.

4-12-2014, 21:17
უკან დაბრუნება