შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კონსტანტინე დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით 2,4344 გრ მეთადონს, 0,3410 გრ კოკაინს და 0,8655 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 8,4 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 28 კაფსულა "ლირიკა" და 2,77 გრ გამომშრალი მარიხუანა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.