ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელება წარმატებაა, რადგან პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ გააკეთა.
"ჩვენ ამ ფორმატს გამოვიყენებთ, რომ ე.წ. ხელშეკრულების საკითხი დავაყენოთ მწვავედ და გავიგოთ რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან მათი პოზიციები. იმდენად რთულად მიდის ეს პროცესი, თუნდაც ის, რომ შედგა რაუნდი და გაგრძელდება - უკვე წარმატებაა. ჩვენი პოზიციია, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, უფრო წინ წავიდეთ, ანუ წარმატება ის იქნება, რომ რაღაც შედეგს მივიღებთ, რომელსაც იგრძობს ის ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს", - განაცხადა დავით დონდუამ.