ივერიონი / ირაკლი ალასანია: გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც ქვეყანას რეალურად უფრო დემოკრატიულს გახდის!

ირაკლი ალასანია: გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც ქვეყანას რეალურად უფრო დემოკრატიულს გახდის!

ჩვენ ორივემ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია პრივატულ საუბარშიც, საჯაროდაც და ახლა საჭიროა, გავიხედოთ მომავალში, გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც ქვეყანას რეალურად უფრო დემოკრატიულს გახდის. აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა  ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

 

ირაკლი ალასანიას თქმით, ღია ეთერებში მსგავსი კინკლაობა საჭირო აღარაა.

"ჩვენ ორივემ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია პრივატულ საუბარშიც, საჯაროდაც და ახლა საჭიროა, გავიხედოთ მომავალში, გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც ქვეყანას რეალურად უფრო დემოკრატიულს გახდის და ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" ასე ვთქვათ, პოლიტიკურ მთავარ საყრდენს გავიჩენთ იმ შეთავაზებებში, რომლითაც იმ ხარვეზებს, რაც დღეს ხელისუფლებას აქვს, გამოვასწორებინებთ", - განაცხადა ალასანიამ.

5-12-2014, 12:46
უკან დაბრუნება