ივერიონი / დავით სუჯაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა

დავით სუჯაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დავით სუჯაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.


"მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, ვაკანტური იყო სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობა. ამ პოზიციას დაიკავებს დავით სუჯაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

საკადრო ცვლილებები სახელმწიფო სამსახურში ბუნებრივი პროცესია", - აღნიშნავენ პრემიერის პრესსამსახურში.


5-12-2014, 13:56
უკან დაბრუნება