პარლამენტის თავდავცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნებისთვის თავის დაცვა მხოლოდ საერთაშორისო ნორმებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
"რეზოლუცია მიმართულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ, ამასთანავე რუსთთან ძალიან მკაცრი პოზიციის დაცვით არის გამოხატული, მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ჯარები მოლდოვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან და დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, რაც მან ამ ქვეყნებთან მიმართებაში დაარღვია. ამ ქვეყნებს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა უწევთ არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმებით, არამედ ისინი იძულებულნი არიან, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყონ ძლიერი თავდაცვითი სისტემებით. ამ ქვეყნებს მხარდაჭერა სჭირდებათ", - განაცხადა სესიაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ახალ რეზოლუციაში რუსეთის ქმედებები მეზობლებთან მიმართებით, კიდევ ერთხელ დაგმო.