საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უფრო ღიად უნდა ისაუბროს და უნდა თქვას, რომ მას პოლიტიკაზე გავლენა რეალურად აქვს.
ამის შესახებ მარგველაშვილმა, პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მარგველაშვილს ჰკითხა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს თუ მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირება იყო ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან".
მისივე თქმით, საქართველოშიბევრი ოპოზიციური პარტია არსებობდა, რომლებიც სააკაშვილს უპირისპირდებოდნენ მისი პოლიტიკის გამო, თუმცა მათი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდ
"ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, რაც ნამდვილად დემოკრატიული იყო. ამას ჩვენი უპირატესობა მოჰყვა. ერთი წლის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და მოქმედება დაიწყო, როგორც კერძო პირმა. ეს ძალიან საინტერესო პროცესია არა მხოლოდ საქართველოსთის. მის ჩართულობას და შეფასებას დიდი გავლენა აქვს. როგორ შეიძლება "მოქალაქე"-ს საშუალება ჩამოვართვათ, რომელსაც ცუდი არაფერი გაუკეთება. თუნდაც, ერთი სიტყვა თქვას პოლიტიკაზე. გამოსავალი არის ის, რომ ივანიშვილმა უფრო ღიად ილაპარაკოს და თქვას, რომ მას პოლიტიკაზე გავლენა რეალურად აქვს და არ უარყოს, რომ ის ამ პროცესში ჩართულია",-განაცხადა მარგველაშვილმა.