ივერიონი / დემურ გიორხელიძე:-"საქართველოს სასიკვდილო საფრთხე ისლამური ექსტრემისზმისგან მოელის"

დემურ გიორხელიძე:-"საქართველოს სასიკვდილო საფრთხე ისლამური ექსტრემისზმისგან მოელის"

   ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე იმ თემაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც აქტუალურობას არ კარგავს, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო ჩაიკარგა და "განსჯა სჭირდება".

 

   -"2013 წლის მარტის დასაწყისში, გროზნოში რომ ვიყავი, სიმშვიდე,

დაცული და მუსულმანური არქიტექტურის დომინირებით ევროპული მშვენიერი ქალაქი იყო, ხალხი თანამედროვე კაფე-ბარებში იჯდა, უდიდესი მეჩეთის სიახლოვეს მართლმადიდებლური შესანიშნავი ეკლესია ფუნქციონირებდა...

მაშინ, "ისლამური სახელმწიფოს" კონტურებიღა თუ იყო ახლო აღმოსავლეთში...

გროზნოში ექსტრემისტული ტერაქტი და შემობის დაკავება დიდი ზარია გაფრთხილება- განცხადებისა, თუ რაში შეიძლება გაეხვიოს ჩრდილო და სამხრეთ კავკსია!

საქართველოს სასიკვდილო საფრთხე ამ ისლამური ექსტრემისზმისგან მოელის და შიდა დაულაგებელი პროცესები ამ საფრთხეს გააძლიერებს!

ჩვენ ეს თემა არ გაგვიხდია სამსჯელოდ!

წინა მაღალი ლიდერი კი... პროვოკაციულ პოლიტიკას ეწეოდა და

სასიკვდილო საფრთხეს უმზადებდა საქართველოს... არ არსებობს მარტივი გზა თავდაცვის უზრუნველყოფისა... ამას განსჯა სჭირდება!"-წერს გიორხელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

6-12-2014, 01:10
უკან დაბრუნება