ივერიონი / "რეფორმატორების" ლიდერის რჩევა პრემიერს

"რეფორმატორების" ლიდერის რჩევა პრემიერს

   ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის თაობაზე. ამ ინფორმაციას "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი ეხმიანება და წერს:

 

   -"მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით.

 

   მიუხედავად ჩემი საყოველთაოდ ცნობილი პოლიტიკური დამოკიდებულებისა, მიმაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში პოზიტიური შედეგის მომტანი არ და ვერ იქნება ღარიბაშვილის თანამდებობიდან ჩამოცილება.

 

   ჩვენ ,,რეფორმატორები'', ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავ გამოვხატავთ მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისათვის და კრიზისულ სიტუაციაში მყოფი საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად.

 

   მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, რომ უზრუნველყოს რეფორმატორებთან და არსებობის შემთხვევაში სხვა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრის ორგანიზება, რის საშუალებითაც განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ძალები შევქმნით ქვეყნაში არსებული კრიზისის ერთობლივი ძალისხმევით დაძლევის პრეცედენტს".

 

6-12-2014, 01:15
უკან დაბრუნება