თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია "პირველ სტუდიაში" სტუმრობისას ვადამდელ არჩევნებზე ალაპარაკდა და არც მისი სურვილი დაუმალავს. მისი თქმით შესაძლებელია საქართველოში საქმე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მივიდეს.
-"სურვილი მაქვს, რომ საქართველოში არჩევნები ვადებში ჩატარდეს. ამ ეტაპზე ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ შეიძლება , თუმცა ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. შეიძლება, კრიზისი ისე გაღრმავდეს, რომ ხელისუფლებაში ვადამდელი არჩევნების იდეაც გაჩნდეს, თუმცა არ მგონია, ეს სწორი იყოს. უნდა შევცვალოთ მიდგომები და ვადამდელ არჩევნებამდე არ მივიდეთ"-განაცხადა ალასანიამ.