ივერიონი / დავით ზურაბიშვილი: ქვეყნის განვითარება დემოკრატიულ ინსტიტუტებს უნდა დაეფუძნოს!

დავით ზურაბიშვილი: ქვეყნის განვითარება დემოკრატიულ ინსტიტუტებს უნდა დაეფუძნოს!

  ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტების  განვითარებას საჭიროებს.  კოალიციური შეთანხმება, სამომავლო თანამშრომლობა და კონკრეტული ინიციატივები - ასეთია პარტიის სამომავლო გეგმები, რომლებზეც "რესპუბლიკური პარტიის" კონფერენციაზე იმსჯელეს.

 

  როგორც  პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი ამბობს, ქვეყნის განვითარება  დემოკრატიულ ინსტიტუტებს უნდა დაეფუძნოს და არა ლიდერების კეთლ ნებას.

"დემოკრატიულ მოდერნიზაციაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ქვეყნის განვითარება უნდა დაეფუძნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და არა ვიღაც ლიდერის ან ლიდერების კეთილ ნებას.

ამის თაობაზე ითქვა ძალიან მკაფიოდ. ხოლო  როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და ამავე ლიდერებმა როგორ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში - ეს არის ცალკე ამბავი. იგივე იქნება საგარეო პოლიტიკაზე, სოფლის მეურნეობაზე. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული რეკომენდაცია",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

8-12-2014, 11:28
უკან დაბრუნება