გაზეთ "ასავალ-დასავალის" დღევანდელ ნომერში ინტერვიუ გამოქვეყნდა ჯვართამაღლების ტაძრის დეკანოზ მამა თეოდორე გიგნაძესთან, რომელიც აღნიშნავს, რომ ილიაუნის რექტორმა მას ღვთისმეტყველების შესახებ ლექციის წაკითხვა აუკრძალა. "ივერიონი" ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს თორნიკე ჩიქოვანს დაუკავშირდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მამა თეოდორეს პოზიციასაც შემოგთავაზებთ.
-ბატონო თორნიკე, რა მოტივით აუკრძალა ილიაუნის რექტორმა გიგა ზედანიამ ჯვართამაღლების ტაძრის დეკანოზს, მამა თეოდორე გიგნაძეს, უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების შესახებ ლექციის წაკითხვა?
-მამა თეოდორემ ილიაუნში ერთხელ წაიკითხა ლექცია ღვთისმეტყველებაზე, რამაც სტუდენტებში დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. სამწუხაროდ, სალექციო კურსის გაგრძელებაზე ილიაუნის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა. ის ფართს არ გამოყოფს, სადაც ლექცია ჩატარდება.
-მამა თეოდორეს თანხა უნდა გადაეხადა ფართში?
-თანხა არაფერ შუაშია... აქ მოდიან მსახიობები, მუსიკოსები, მწერლები და კითხულოუბენ ლექციებს, უბრალოდ, რექტორი უარზეა, მისი აზრით, უნივერსიტეტი არ არის ის ადგილი, დასაც სასულიერო პირი იქადაგებს.
-თქვენთან არ იკითხება ღვთისმეტყველება?
-იკითხება... რამდენიმე სასულიერო პირი ასწავლის, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური ხარისხი. ამ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ მამა თეოდორეს უარი ეთქვა...
-რომ ჰქონოდა აკადემიური ხარისხი ან შტატიანი თანამშრომელი ყოფილიყო, შეძლებდა?
-არა,შტატს არ აქვს მნიშვნელობა.... სასულიერო პირი იყო, არც მაღალი აკადემიური ხარისხი ჰქონდა... ასე რომ...
ეგ იყო რექტორის არგუმენტი... ეგ რომ შემოვუშვა, სხვაც უნდა შემოვუშვაო...
-მამა თეოდორეს ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები?
-კი. ბევრი დაესწრო. ბევრს უნდა, რომ დაბრუნდეს, მაგრამ რექტორი არ დათმობს. მეც მინდა, რომ დაბრუნდეს... ჩემი ორგანიზატორობით ჩატარდა პირველი ლექცია.
ესაუბრა ია ჯღარკავა