მერიის განვითარების ფონდის მიმართ ყოველთვის არსებობს შეკითხვები და ეჭვები. მათზე ამომწურავი პასუხის მიღება თითქმის შეუძლებელი იყო. სწორედ ეს იწვევდა საფუძვლიან ეჭვებს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფონდის საქმიანობისადმი ეჭვებს ისიც მტკიცებს, რომ ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი საბანიძემ ქვეყანა დატოვა.
"მივმართავ "ნაციონალურ მოძრაობას", უზრუნველყონ საკუთარი თანაგუნდელის საქართველოში დაბრუნება, რათა ბატონი საბანაძე წარსდგეს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წინაშე იმისთვის, რომ დაისვას მასთან დაკავშირებული ყველა შეკითხვა და მივიღოთ პასუხები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე როგორც ფრაქციის თავმჯდომარე და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებული პირი, იძულებული გავხდები მივმართო მთავარ პროკურორს, რომ მან განახორციელოს კანონიერი უფლებამოსილება გიორგი საბანაძის საქართველოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად", _ განაცხადა გაბუნიამ.