როგორც გერმანისს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, ის არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველომ მიიღო სწორედ გერმანიამ წამოეია, სწორედ გერმანია იყო ამის ინიციატორი. აღნიშნული განცხადება შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"დროის თვალსაზრისით რომ განვჭვრიტოთ, გერმანიის მთავრობა უპირობოდ ემხრობა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, უელსის სამიტის შემდეგ პროცესი წინ წავიდა. ის არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველომ მიიღო სწორედ გერმანიამ წამოწია, სწორედ გერმანია იყო ამის ინიციატორი, ვფიქრობ, პოლიტიკურად ყველაფერი ლოგიკურად მიდის, ვერ ვგრძნობ, რომ ეს არის კონსერვატიული პროცესი",- აღნიშნა შტაინმაიერმა.